Wednesday, September 23, 2015

მოგესალმებით, მე ვარ ქალაქ ახალციხის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მსურს გაგიზიაროთ ყველა ის აქტივობა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს გაკვეთილებზე. შემოგვიერთდით და გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ.

საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალციხის #2 საჯარო სკოლა არის ორსექტორიანი, სადაც სწავლობენ ქართველი, სომეხი და რუსი ბავშვები ერთად. დაწყებითი საფეხური ჩართულია ბილინგვალური განათლების პროექტში.
 2015 წლის 27 დეკემბერს ჩავატარეთ საახალწლო ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ყველა ეროვნების წარმომადგენელს გაეზიარებინა თავიანთი  საახალწლო ტრადიციები საზოგადოებისათვის. ქართველმა მოსწავლეებმა ქართული ტრადიციები გააცნეს დამსწრე აუდიტორიას.  მათ წარმოადგინეს საახალწლო ქართული  სიმღერები, ცეკვები და კერძები. ასევე საახალწლო სიმბოლოები. ბავშვებმა წარმოადგინეს სომხეთის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ტრადიციებიც. შეასრულეს ლექსები და სიმღერები ამ ენებზე, შეადარეს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო სიმბოლოები..